რეზონანსი
26.05.2017

 (რეზონანსი) ათენში საბერძნეთის ყოფილი პრემიერი ლუკას პაპადემუსი ააფეთქეს. ის გადარჩა, თუმცა მძიმედ არის დაშავებული. ინციდენტისას პაპადემუსი ავტომობილში იჯდა. დაშავებულია მისი მძღოლიც. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა საფოსტო წერილში იყო ჩამონტაჟებული. პაპადემუსი და მისი მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ლუკას პაპადემუსი საბერძნეთის ცენტრალურ ბანკს 1994-დან 2002 წლამდე ხელმძღვანელობდა. 2002-2010 წლებში კი ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი იყო. პაპადემუსმა ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტი, 2012 წლის მაისში, არჩევნების შემდეგ დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×