(რეზონანსი)საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„რთული 26 წელი გაიარა საქართველომ, ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ნატოსგან და ბევრ საკითხზე ვმუშაობთ, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენც შეგვიძლია ნატო-ს რაღაც ვასწავლოთ და ეს შეიძლება იყოს ჩვენი გამორჩეული სტუმართმოყვარეობა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მეტი ნატოა საქართველოში " , - განაცხადა სესიაშვილმა.
დამოუკიდებლობის დღეს თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იხსნება,რომელიც 26-29 მაისს გაიმართება.
საქართველო ნატო-ს არაწევრი რიგით მეხუთე ქვეყანაა, სადაც ამ რანგის ღონისძიება ტარდება. დანარჩენი ოთხი ქვეყანა უკვე ალიანსის წევრია. საგაზაფხულო სესიაზე 50-ზე მეტი ქვეყნიდან 700-მდე სტუმარს ელოდებიან.