რეზონანსი
26.05.2017

 (რეზონანსი) ამერიკული გამოცემა „Forbes"-ი მსოფლიოს უსხვილესი საჯარო კომპანიების რეიტინგს, „Global 2000"-ს აქვეყნებს. რეიტინგში მსოფლიოს 58 ქვეყნიდან 2 000 კომპანიაა შესული, რომელთა ჯამურმა შემოსავალმა 35.3 ტრილიონი დოლარი შეადგინა, მოგება 2.5 ტრილიონია, ხოლო საბაზრო ღირებულება - 48.8 ტრილიონი დოლარი.რეიტინგს გადაცემა „ბიზნესკონტაქტის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„Forbes"-ის სიაში მოხვედრილი კომპანიების აქტივების საერთო ღირებულება 69.1 ტრილიონი დოლარია.

რეიტინგის 40%-ზე მეტს ამერიკული და ჩინური კომპანიები იკავებენ.

უმსხვილესი კომპანიების რეიტინგის ათეული შემდეგია:

1. ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი (ICBC)

2. „ჩინეთის სამშენებლო ბანკი"

3. ამერიკული კომპანია - „Berkshire Hathaway"

4. ამერიკული კომპანია - „JPMorgan Chase"

5. ამერიკული ბანკი -„Wells Fargo"

6. „ჩინეთის სასოფლო ბანკი"

7. ამერიკული ფინანსური კონგლომერატი - „Bank of America"

8. ჩინური „Bank of China"

9. ამერიკული კორპორაცია - „ Apple"

10. იაპონიის უმსხვილესი ავტომწარმოებელი - „Toyota Motor"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×