რეზონანსი
26.05.2017

 (რეზონანსი)არიანა გრანდემ ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახებს დაკრძალვის ხარჯების დაფარვა შესთავაზა. ინფორმაციას „კოსმოპოლიტენი" ავრცელებს. ამის შესახებ მომღერალს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. არიანა გრანდე მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„სიტყვებით ვერ გადმოვცემ, მთელი გულით ძალიან, ძალიან ვწუხვარ" , - განაცხადა პოპმომღერალმა.

მანჩესტერში ტერაქტი 22 მაისს, ადგილობრივი დროით 22:30 საათზე, არიანა გრანდეს კონცერტზე მოხდა. აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა და 59 მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა შორის 12 ბავშვია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×