რეზონანსი
26.05.2017

 (რეზონანსი)ივლისიდან ბინები მხოლოდ ლარში გაიყიდება. უძრავი ქონების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ერთი მხრივ, ეროვნული ვალუტის გამყარებას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ კი მყიდველებს მოიზიდავს. თემის დეტალებით გადაცემაში „საქმის კურსი", დეველოპერი ბეჟან წაქაძე საუბრობს. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი.

„კარგი პერიოდი დაემთხვა, ივლისში რეალიზაცია გაცილებით მეტია და არ მგონია, რომ დეველოპერებმა ბინების ფასი ამ პერიოდში გაზარდონ. გრძელვადიან პერსპექტივაში, ალბათ ეს ყველაფერი ლარის სტაბილურობაზე იქნება დამოკიდებული.ბოლო ორი თვის განმავლობაში, ლარი გამყარებულია" , - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

ბეჟან წაქაძე მიიჩნევს,რომ ლარიზაცია და უძრავი ქონების მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაყიდვა, პრობლემა არ არის და ამ პროცესს დეველოპერები მარტივად შეეგუებიან.

„სამშენებლო კომპანიები ამბობენ, რომ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა კომპანიაში უნდა დარეკოს და ალბათ იმ პერიოდში როგორიც იქნება კურსი, ლარის ფასი დოლართან მიმართებაში, კომპანიებიც იმ ფასს დააფიქსირებენ. ნელ-ნელა აღნიშნულ პროცესს შევეჩვევით, ახალი რეგულაციები შემოვა და არ მგონია, რომ ამან რაიმე პრობლემები შეუქმნას სამშენებლო ბიზნესს" , - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×