რეზონანსი
26.05.2017

 (რეზონანსი) საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ამჟამად უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენელი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სააკაშვილის თქმით, მისი მმართველობის დროს შექმნილი წარმატებული ინსტიტუტები მუშაობას განაგრძობენ, მაგრამ წინსვლა აღარაა. როგორც ექსპრეზიდენტი წერს, ეს პროცესები დროებითია იმიტომ, რომ ხალხი, რომელმაც წარმატებას გემო გაუგო, აუცილებლად აიღებს ყველაფერს თავის ხელში.

„ხელისუფლებაში ყოფნის 9 არასრული წლის, მუდმივი ზეწოლისა და ომის პირობებში, ჩვენ შევძელით წარმატებული ქვეყნის შექმნა. ჩვენ მიერ შექმნილი ინსტიტუტები ჯერ კიდევ მუშაობს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ინსტიტუტებსაც და ყველაფერს რაც ჩვენ ავაშენეთ, უკვე გაუჩნდა ბზარები, რადგან როცა მუდმივი წინსვლა არაა, იწყება უკუსვლა. მტკივნეულია ამ ყველაფრის გვერდიდან ყურება" , - წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×