რეზონანსი
26.05.2017

 (რეზონანსი) საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წყვილების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. დღევანდელი დღისთვის შექმნილ „მიჯნურობის ხეივანში" წყვილებს ხელის მოწერა შეეძლოთ. ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც მიიღო და წყვილებს ქორწინების მოწმობები პირადად გადასცა.

სპეციალურად დღევანდელი დღისთვის დამზადებული მოწმობა „ვეფხისტყაოსნის" თემატიკითაა გაფორმებული და მსგავს მოწმობას მხოლოდ დღეს დაქორწინებულ წყვილებს მისცემენ.

„დღეს ვინც დაქორწინდება, მას გადაეცემა სპეციალური მოწმობა, რომელზეც აღნიშნულია შოთას უკვდავი სიტყვები, აფორიზმი „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია", რადგან ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ იმ დროიდან, დღეს უკვე კანონით, ქალები და კაცები იყვნენ თანასწორნი და თანასწორნი კანონის წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლადდაქორწინებულ წყვილებს ეს პირველივე წუთიდან ესმოდეთ, რომ ორივენი ჩვენი კონსტიტუციისა და სახელმწიფოს წინაშე არიან თანაბარნი", - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×