რეზონანსი
26.05.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეგვიპტეში ორ ავტობუსზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმების გამო, ეგვიპტელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში ავტობუსზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებთ ეგვიპტელ ხალხსა და ხელისუფლებას" , - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ეგვიპტეში, ელ-მინიას პროვინციაში, კოპტი ქრისტიანების ავტობუსისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 30 მძიმედ დაშავდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×