რეზონანსი
27.05.2017

 (რეზონანსი) სამართალდამცველებმა მანჩესტერის ტერაქტის გამოძიების ფარგლებში, კიდევ ორი ეჭვმიტანილი, 20 და 22 წლის ახალგაზრდები დააკავეს. ამჟამად, ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით, სულ 11 ადამიანია დაპატიმრებული.

პოლიციამ სულ გამოძიების პროცესში 13 ეჭვმიტანილი დააკავა, თუმცა ორი მათგანი ბრალის წაყენების გარეშე მალევე გაათავისუფლა. მანამდე პოლიციამ კონკრეტულ მისამართებზე ჩხრეკა განახორციელა.

მანჩესტერში ტერაქტი 22 მაისს, ადგილობრივი დროით 22:30 საათზე, არიანა გრანდეს კონცერტზე მოხდა. აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა და 59 მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა შორის 12 ბავშვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×