(რეზონანსი) პოლიტოლოგი, სოციოლოგი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯეიმს კარტერის მრჩეველი ზბიგნევ ბჟეზინსკი პარასკევს, ვირჯინიის ერთ-ერთ კლინიკაში, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი" იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, მამის გარდაცვალების შესახებ, პოლიტოლოგის ქალიშვილმა, მიკა ბჟეზინსკიმ ინსტაგრამზე დაწერა.
ბჟეზინსკის,როგორც პოლიტოლოგის და სოციოლოგის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო, საბჭოთა კავშირის და სოციალისტური სამყაროს შესწავლა იყო. პოლიტოლოგი ბოლო რამდენიმე თვეა ახალ წიგნზე მუშაობდა, რომელიც აზიის იმპერიული ტრადიციების და ევრაზიული ქვეყნების თანამედროვე საგარეო პოლიტიკის კავშირებს ეხებოდა.
1977-1981 წლებში ბჟეზინსკის აშშ-ის პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის მრჩევლის თანამდებობა ეკავა. 1981 წელს ბჟეზინსკი თავისუფლებისთვის საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვეს, ეს აშშ-ში სამოქალაქო პირებისთვის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოა. ის იყო დემოკრატიის მხარდაჭერის ორგანიზაციის და „Freedom House"-ის დირექტორთა საბჭოს წევრი.