რეზონანსი
27.05.2017

 (რეზონანსი) შსს-მ თაღლითობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქემ ექსპლუატაციისათვის უვარგისი, დაშლილი „MERCEDES BENZ S550" -ის მოდელის ავტომანქანის საიდენტიფიკაციო კოდი სხვა, ექსპლუატაციისთვის ვარგის ავტომანქანაზე მიამაგრა და მისი გამოყენებით, „ლიბერთი ბანკის" ერთ-ერთი ავტოლომბარდიდან 25 ათასი ლარის ოდენობით სესხი მიიღო.

ამით „ლიბერთი ბანკს" 25 000 ლარის ზიანი მიადგა. გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×