რეზონანსი
27.05.2017

 (რეზონანსი) ესტონეთმა ქვეყნიდან რუსეთის ორი დიპლომატი გააძევა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის გენერალურ კონსულს, დიმიტრი კაზენოვს და კონსულს, ანდრეი სურგაევს ნოტა გადასცა, რომლის მიხედვითაც მათ ესტონეთი უნდა დატოვონ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი და დასავლური მედია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია მათი გაძევების გადაწყვეტილების მიზეზებზე წერს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, ჩვეულებრივ, ჯაშუშობასთან არის დაკავშირებული.

კრემლი ესტონეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებას „პროვოკაციულ" და „დაუსაბუთებელ" ქმედებას უწოდებს და საპასუხო ზომებით იმუქრება. ამის შესახებ საგანგებო განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, მომხდარი ადასტურებს ესტონეთის მთავრობის დესტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება მეზობელ ქვეყნებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ინტერესებს.

„ტალინის ამ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც პროვოკაციულსა და დაუსაბუთებელს. რა თქმა უნდა, ეს არ დარჩება ადეკვატური პასუხის გარეშე. ესტონეთის ხელისუფლების მიერ ღია მტრული აქცია კიდევ უფრო გაართულებს ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც ტალინის მიერ ისედაც ჩიხშია მოქცეული" , - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×