რეზონანსი
27.05.2017

 (რეზონანსი) ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. ალიანსის წევრი ქვეყნების დეპუტატები სოფელ ოძისში ჩავიდნენ. ადგილზე არსებული ვითარება მათ საქართველოს პარლამენტის წევრებმა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს.

დელეგაციის წევრებმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირეს და აღნიშნეს, რომ ამ ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის.

„ 2008 წლის მოვლენებს აქტიურად ვადევნებდით თვალს. ახლა აქ ყოფნა მაგონებს იმას, რაც კორეაში ვნახე, საზღვარი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის. ახლაც იგივე მწუხარების შეგრძნება მაქვს. ვფიქრობ იმ ხალხზე, რომელიც აქ ცხოვრობს, რომლებსაც გადაადგილების და ოჯახების ნახვის საშუალება არა აქვთ" , - აცხადებს პორტუგალიის პარლამენტის დეპუტატი, ჟულიო მირანდა ქალე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×