რეზონანსი
27.05.2017

 (რეზონანსი) 2017 წლის 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ცხრა ნაკრები უკვე საქართველოშია. ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, უელსის, ინგლისის, სამხრეთ აფრიკის, იტალიის , შოტლანდიის, სამოას, ირლანდიის ნაკრები გუნდები ჩემპიონატამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდნენ და მზადების ბოლო დღეებს საქართველოში გაივლიან.

გუნდები თბილისსა და ქუთაისში გადანაწილდნენ. დღეს 22:45 წუთზე საფრანგეთის ნაკრები ჩამოვა, ხოლო 28 მაისს გამთენიისას 03:30 წუთზე საქართველოს არგენტინის ნაკრები ეწვევა.

მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატი 31 მაისიდან 18 ივლისამდე თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება. ჩემპიონობისთვის მსოფლიოს 12 საუკეთესო ახალგაზრდული გუნდი იბრძოლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×