რეზონანსი
27.05.2017

 (რეზონანსი) რეფორმების მიმდინარეობას მოქალაქეები სპეციალური აპლიკაციით დააკვირდებიან. „რეფორმეტრი" აისეტის კვლევითმა ინსტიტუტმა შეიმუშავა. პროექტის ფარგლებში, თითოეული რეფორმა წელიწადში ორჯერ, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 15 წევრისგან შემდგარი საბჭოს მიერ შეფასდება. პროექტის განხორციელების პროცესს ზედამხედველობას ექვსკაციანი მმართველი კომიტეტი გაუწევს. ამის შესახებ მკვლევარმა გიგლა მიქაუტაძემ გადაცემა „საქმის კურსთან" ისაუბრა.

მოქალაქეს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე დაკვირვება ვებ-გვერდ „reformeter.iset-pi.ge"-ზე შეუძლია.

„შინაარსობრივად არაფერს შევაფასებთ, უბრალოდ მთავრობას ხელს შევუწყობთ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს იმ რეფორმების შესახებ, რომელიც არა მხოლოდ დაანონსებულია, არამედ ქვეყანაში ხორციელდება.თითოეული რეფორმის შეფასება 6 თვეში ერთხელ მოხდება" , - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

„აისეტის" მკვლევრის თქმით, ამ ეტაპზე სამი რეფორმაა შეფასებული. მცირე და საშუალო ბიზნესის და ინოვაციების განვითარება, სოფლის მეურნეობის და კაპიტალის ბაზის განვითარება.

„საზოგადოებაში ხშირად არის უკმაყოფილება რაღაც რეფორმის განხორციელების შესახებ, მაგრამ შედეგები არსად ჩანს და სწორედ ეს პლატფორმა მთავრობას და ნებისმიერ უწყებას აძლევს იმის საშუალებას, რომ აჩვენოს რას აკეთებენ კაბინეტებში თუ რაზე მუშაობენ და შემდეგ უკვე საზოგადოებამ განსაჯოს რამდენად შედეგიანია მათი მუშაობა" , - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×