რეზონანსი
27.05.2017

 (რეზონანსი) ეგვიპტეში კოპტელ ქრისტიანებზე 26 მაისს მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ამის შესახებ სააგენტო „Reuters"-ი იუწყება.

„ხალიფატის მებრძოლებმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ალყა შემოარტყა რამდენიმე ათეულ ქრისტიანს, რომლებიც ქალაქ მინიადან დასავლეთით წმინდა სამუელის მონასტერში მიდიოდნენ" , - ნათქვამია ტერორისტული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეგვიპტეში, ელ-მინიას პროვინციაში, კოპტი ქრისტიანების ავტობუსისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად, 26 ადამიანი დაიღუპა და 30 მძიმედ დაშავდა. ტრაგიკული ინციდენტი დედაქალაქ კაიროდან 250 კილომეტრში მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×