რეზონანსი
28.05.2017

(რეზონანსი) აშშ-ში, პორტლენდის სიახლოვეს მოკლეს ორი ადამიანი, რომელიც მატარებელში მუსლიმ ქალებს გამოესარჩლნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მატარებლის სამი მგზავრი ცდილობა მამაკაცის გაჩერებას, რომელიც ჰიჯაბში გამოწყობილ ქალებს შეურაცხყოფას აყენებდა. ამ დროს, მან დანა ამოიღო და ორი ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა. მედიის ცნობით, ერთი დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. თავდამსხმელმა მიმალვა სცადა, თუმცა, მალევე დააკავეს. ეჭვმიტანილი 35 წლის მამაკაცია, რომელიც თეთრი რასის ბატონობის მომხრე აღმოჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×