რეზონანსი
28.05.2017

(რეზონანსი) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ახალშენში ახალშობილი შველი იპოვეს.

„აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და დაახლოებით 4-5 დღის შველი ნახეს. შველს არ აღენიშნებოდა არავითარი დაზიანება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალშობილი შველი ბათუმიდან თბილისში ჩამოიყვანეს და ზოოპარკს მიაბარეს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×