რეზონანსი
28.05.2017

(რეზონანსი) „BBC " -ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი ტიპის სისტემა გამოსცადა. ცდებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ესწრებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერმა ამ სისტემის ელემენტების მასობრივი წარმოების ბრძანება გასცა.

ცდის მიზანი იყო მოწინააღმდეგის რაკეტების და უპილოტო აპარატების აღმოჩენა-განადგურება. ახალი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა სამხედრო მეცნიერების აკადემიის სპეციალისტებმა შექმნეს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალებს.

კიმ ჩენ ინი ამ სისტემის მუშაობით კმაყოფილი დარჩა. მან განაცხადა, რომ ახალი სისტემა მაქსიმალურად დიდი რაოდენობით უნდა გამოუშვან, რომ „ტყესავით დაფაროს ქვეყანა".  მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „მტრებს გაუქრობს იმის ილუზიას, რომ საჰარეო სივრეს ისინი მართავენ".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×