რეზონანსი
28.05.2017

(რეზონანსი) ისრაელში, თელ ავივის ქუჩებში 10 ათასზე მეტი ადამიანი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მოთხოვნით გამოვიდა.

დემონსტრანტები ლოზუნგით: „ორი სახელმწიფო ერთი იმედით" - 50 წლის წინ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებას ითხოვენ.

კონცეფციას „ორი სახელმწიფო ორი ერისთვის" გამოკითხულთა 47 % ემხრობა, 39 % კი წინააღმდეგია.

1967 წლის 6-დღიანი ომის შედეგად, ისრაელის კონტროლის ქვეშ მოექცა იორდანიის დასავლეთ სანაპირო და აღმოსავლეთ იერუსალიმი, ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძული და ღაზა, სირიის გოლანის მაღლობები. პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ღაზაზე თვითმმართველობის უფლება 1994 წელს გადაეცა, მაგრამ ჰამასის მმართველობის ქვეშ მყოფი 2-მილიონიანი ექსკლავი ბლოკადაში რჩება. სინაის ნახევარკუნძული ეგვიპტეს ორმხრივი სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებით დაუბრუნდა. გოლანის მაღლობების საკითხი სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებამ გადაფარა. მდინარე იორდანეს ოკუპირებული დასავლეთ სანაპირო და ანექსირებული აღმოსავლეთ იერუსალიმი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მწვავე საკითხად რჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×