რეზონანსი
28.05.2017

(რეზონანსი) ეგვიპტის საჰაერო ძალებმა ლიბიაში ტერორისტების პოზიციები დაბომბეს. ოპერაცია ლიბიის საჰაერო ძალებთან ერთად მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ტერორისტები მინიას პროვინციაში, კოპტ ქრისტიანებს თავს დაესხნენ და 29 ადამიანი იმსხვერპლეს. ეგვიპტის დედაქალაქში აცხადებენ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ავიაციამ ლიბიის ქალაქ დერნას რაიონში რამდენიმე წერტილოვანი დარტყმა განახორციელა და ტერორისტების საწვრთნელი ბანაკები დაბომბა.

კონკრეტულად რომელ დაჯგუფებაზეა საუბარი ეგვიპტის ხელისუფლება არ აკონკრეტებს, თუმცა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×