რეზონანსი
28.05.2017

(რეზონანსი) ოდესაში თვითმფრინავით მგზავრობისას, საქართველოს ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების" დეპუტატ ცოტნე ანანიძეს შორის შელაპარაკება მოხდა.

ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს თვითმფრინავში „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს დაზარალებულმა ახალგაზრდამ ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხი მოთხოვა.

„გახსოვს ხალხს ციხეებში რას უკეთებდით? ბათუმის უნივერსიტეტის დარბევა გახსოვს? ჩვენი დაჭერა გახსოვს? საქართველოში რაც ხდებოდა არ გახსოვს? ჩვენი დაჭერა გახსოვს 2011 წელს? ჩვენ რა გვიქენი? კიდევ შეგიძლია უდანაშაულოდ დამაკავო" , - ამ კითხვებით მიმართა მიხეილ სააკაშვილს ცოტნე ანანიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×