რეზონანსი
28.05.2017

(რეზონანსი) „France press"-ის ინფორმაციით, შრი-ლანკაში ხანგრძლივი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერების გამო დაღუპულ ადამიანთა რაოდენობამ 146-ს მიაღწია.

სააგენტოს ცნობით, ამ დრომდე დაკარგგულად ითვლება 100-ზე მეტი ადამიანი. სტიქიური უბედურეების გამო 500 ათასმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი სახლები.

მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ დრომდე ბლოკირებულია სოფლებში, სადაც მისასვლელი გზები მეწყერებმა ჩახერგა.

ქვეყანაში სამაშველო და სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რომელშიც უსაფრთხოების სამსახურები, შეიარაღებული ძალები და მოხალისეები არიან ჩართული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×