რეზონანსი
28.05.2017

 (რეზონანსი) მარტვილში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ხმაურისა და სტვენის ფონზე მიმდინარეობდა. განხილვის ძირითად თემას მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, ჩამორთმეული საძოვრები და ქალაქებისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა წარმოადგენდა.

დამსწრეთა ნაწილმა მმართველი გუნდის წარმომადგენლები წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. კრიტიკულ შეკითხვებზე, შეხვედრის მონაწილე თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და სხვა საჯარო მოხელეებს უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ, რამაც საზოგადოებაში შეძახილები გამოიწვია.

განხილვაზე დამსწრე ლია გულორდავას, შეკითხვის დასმის დროს მიკროფონი გამოურთეს. მისი თქმით, მიკროფონებთან გამოსვლას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ, აქედან გამომდინარე, მოქალაქემ საკუთარი აზრის გამოთქმა ხმის გამაძლიერებლით გადაწყვიტა და კონსტიტუციის ახალ რედაქციაში საარჩევნო სისტემის ცვლილებები გააკრიტიკა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×