რეზონანსი
28.05.2017

 (რეზონანსი) „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ცნობით, დუშეთის რაიონის რამდენიმე სოფელს 29-30 მაისს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის" DN-700 მმ. მაგისტრალური გაზსადენის სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. მილსადენის 156-კილომეტრზე მოხდება დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა. რეაბილიტაცია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" მიერ წინასაავარიო მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის ხორციელდება. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გაზის მიწოდება შეუწყდება დუშეთის რაიონის შემდეგ სოფლებს: არაგვისპირს, ბოდორნას, ბაზალეთს, ქუბრიანთკარს, ბულაჩაურს, ჭოპორტს, წითელ სოფელსა და ციხისძირს. ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეუწყდება ციხისძირის, ანანურის აგარაკების, ანანურის, ზოტიკიანთკარის, ქალაქ დუშეთისა და დაბა ჟინვალის მოსახლეობას". - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×