რეზონანსი
29.05.2017

 (რეზონანსი) ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინდოეთის შტატ ბიჰარში, ელვას 18 ადამიანი ემსხვერპლა.

შტატის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ელვის შემთხვევები შტატის 8 რაიონში დაფიქსირდა, თუმცა ყველაზე ძლიერი და საშიში იგი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში იყო.

აღნიშნულ რაიონებში ქარის სიჩქარე საათში 50-70 კილომეტრს აღწევდა, რამაც შენობების ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. უამინდობის გამო სულ 23 ადამიანი დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×