რეზონანსი
29.05.2017

 (რეზონანსი) საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა იმ ადამიანების დასახელებას იწყებს, რომლებიც დეკანოზ მამალაძის საქმის მხარდამჭერია და ეკლესიაში პატრიარქის მმართველობის გაუქმება სურთ.

„ვიწყებ იმ ხალხის დასახელებას, როგორც სასულიერო, ისე საერო პირების, ვინც „ანტიპატრიარქისტები" არიან. დაიწყება ამ ადამიანების ლუსტრაცია და ყველას დაერქმევა თავისი სახელი, ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ ეკლესიაში პატრიარქის მმართველობის გაუქმებას და სურთ სინოდარული მმართველობა. მოხდება ამ ადამიანების სათითაოდ დასახელება და იმ ფაქტების წარმოჩენა, თუ რა უნდათ მათ რეალურად, რატომ და რისთვის იბრძვიან" , - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

ედიშერ ქარჩავას თქმით, ვინც დაკავებულ დეკანოზს უჭერს მხარს, სურს, რომ საქართველოში პატრიარქის მმართველობა გაუქმდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×