რეზონანსი
29.05.2017

 (რეზონანსი) ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილაში, გაჩენილ ხანძარს მამა-შვილი ემსხვერპლა.

„ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ხანძრის შესახებ როდესაც გავიგეთ, სახლი თითქმის მთლიანად დამწვარი იყო და იქ მყოფი ადამიანების გამოყვანა შეუძლებელი გახდა" , - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.

ხანძრის შედეგად 82 წლის მამა და მისი 58 წლის ქალიშვილი გარდაიცვალნენ. ისინი სახლში მარტო ცხოვრობდნენ. ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×