(რეზონანსი) ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, სირიის წინააღმდეგ სანქციები 2018 წლის 1 ივნისამდე გაახანგრძლივდა.
იმ პირთა სიას, რომლებზეც სანქციები ვრცელდება, სამი სირიელი მინისტრი დაემატა. მთლიანობაში, შავ სიაში 240 ადამიანი და 67 ორგანიზაციაა.
ევროკავშირის სანქციები სირიის წინააღმდეგ ეტაპობრივად 2012 წლიდან ამოქმედდა. შეზღუდვები ვრცელდება სირიიდან ნავთობის იმპორტზე, ამ ქვეყნისთვის მზა საწვავის და ნავთობროდუქტების მიწოდებაზე, სირიაში ინვესტიციების განხორციელებაზე, ტექნოლოგიებით ვაჭრობაზე.
9 მაისს სირიის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით შეერთებულმა შტატებმაც გაახანგრძლივა. ამერიკამ პირველად დამასკოს მიმართ სანქციები 2004 წლის მაისში შემოიღო და განმარტა, რომ ეს იყო პასუხი არაორდინარულ და განსაკუთრებულ საფრთხეზე, რომელსაც ეს ქვეყანა ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკას და ეკონომიკას უქმნის.