რეზონანსი
30.05.2017

 (რეზონანსი) ნაციონალურმა მოძრაობამ სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს წერილობით მიმართა. მათი ინფორმაციით, კახეთის რეგიონში მოსალონელი სეტყვის თავიდან ასარიდებლად სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები არ იყო გამოყენებული.

პარტიის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის მინისტრისგან რამდენიმე კითხვაზე პასუხს ელიან:

"1) იყო თუ არა სეტყვის საწინააღმდეგო რაკეები გამოყენებული კახეთის რეგიონში

2) დადებით შემთხვევაში, რომელი წერტილიდან მოხდა გასროლა და რა რაოდენობით

3) სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ „დელტას" გააჩნია თუ არა, სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების მარაგი" .

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს "დელტას" წარმომადგენელი, მისი ინფორმაციით, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად, კახეთის რამდენიმე რაიონში მძლავრი ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად შესუსტდა

მაისში, კახეთის რეგიონში ათეულობით სოფელი დაისეტყვა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და განადგურდა როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანი კულტურები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×