რეზონანსი
30.05.2017

 (რეზონანსი) "BBC" -ის ინფორმაციით, პანამის ყოფილი დიქტატორი მანუელ ნორიეგა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 1989 წლიდან პატიმრობაში იმყოფებოდა, მას შემდეგ რაც ნორიეგა ხელისუფლებას ამერიკელებმა ჩამოაშორეს. ის გასამართლებული იყო იმ დანაშაულებებისთვის, რომელიც მმართველობის დროს ჩაიდინა. მათ შორის, პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობებისთვის, კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის.

ცოტა ხნის წინ ყოფილ დიქტატორს თავიდან სიმსივნე ამოუკვეთეს.

დიქტატორი ნორიეგა პანამას 1983-89 წლებში მართავდა. თავიდან ის ამერიკის შეერთებულ შტატების მოკავშირედ ითვლებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პანამა კოლუმბიური ნარკოტოკის სატრანზიტო ქვეყანა გახდა, ნორიეგა ამერიკისთვის პრობლემად იქცა.

1989 წელს ამერიკელი სამხედროების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად დიქტატორი დააკავეს. მას ფლორიდის სასამარლომ ნარკოვაჭრობაში მონაწილეობისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

1999 წელს ნორიეგას საფრანგეთის სასამართლომ ნარკოვაჭრობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2011 წელს კი ყოფილი დიქტატორი პანამაში გადაიყვანეს, სადაც ასევე პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×