რეზონანსი
30.05.2017

 (რეზონანსი) საინფორმაციო სააგენტო "Anadolu"-ს ინფორმაციით, სტამბულში გაზეთ "Yeni Akit"-ის რედაქტორი კადირ დემირელი მოკლეს. დემირელი ოჯახური დაპირისპირების მსხვერპლი გახდა. გავრცელებული ვერსიით, მას შელაპარაკება მოუვიდა სიძესთან, რომელიც მეუღლეზე ძალადობდა. მიყენებული ჭრილობით დემირელი ადგილზევე გარდაიცვალა, მისი ქალიშვილი კი საავამდყოფოშია გადაიყვანილი. თურქული მედიის ინფორმაციით, მკვლელი ადგილიდან მიიმალა და ახლა მას სამართალდამცელები ეძებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×