რეზონანსი
30.05.2017

 (რეზონანსი) „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც დღისა და ღამის საათებში, საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ/საჯარო შენობებში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს, დაჯარიმებას პიროტეკნიკური ნაკეთობების მიერ გამოცემულ ხმაურზეც გამოიწვევს.

აღნიშნულ ინიციატივას დღეს პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა. პროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ოდიშარია, გედევან ფოფხაძე, აკაკი ზოიძე, ირაკლი ბერაია და სალომე ზურაბიშვილი.

პირველ ჯერზე ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ითვალისწინებს ფიზიკური და იურიდიული პირის გაფრთხილებას. სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით.

ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდგომ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 1000 ლარის ოდენობით.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას დღის (07.00-23.00 საათამდე) და ღამის საათებში (23.00-07.00 საათამდე) ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×