რეზონანსი
30.05.2017

 (რეზონანსი) 2017 წლის "მსოფლიო რაგბის" 20-წლამდელთა ჩემპიონატის იმ ჯგუფების კაპიტნების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, რომლებიც თბილისში ითამაშებენ.

20-წლამდელთა ჩემპიონატს 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. „ბ" ჯგუფის (ირლანდია, ახალი ზელანდია, შოტლანდია, იტალია) შეხვედრები ქუთაისის, "აია არენაზე" გაიმართება, ხოლო "ა" (ინგლისი, ავსტრალია, უელსი, სამოა) და "გ" (არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, საქართველო) ჯგუფის შეხვედრებს თბილისი, - ავჭალის სარაგბო სტადიონი უმასპინძლებს.

ჯგუფური ეტაპის თამაშები 31 მაისს, 4 და 8 ივნისს გაიმართება, ხოლო პლეი ოფები და ფინალები 13 და 18 ივნისს "მიხეილ მესხისა" და ავჭალის სტადიონებზე გაიმართება.

პირველი თამაში ავჭალის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები არგენტინის გუნდს შეერკინება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×