რეზონანსი
30.05.2017

 (რეზონანსი) საკაბელო ოპერატორები საქართველოში მოქმედ 6 ტელეარხს საპროტესტოდ გათიშავენ, - გადაწყვეტილება დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც საქართველოში მოქმედი 30-მდე საკაბელო ოპერატორი ესწრებოდა.

ისინი იმ ტელეარხების გათიშვას გეგმავენ, რომლებიც კომპანიაში MRG -ში არიან გაერთიანებული და საკუთარი მაუწყებლობის რეტრანსლირებაზე საფასურს ითხოვენ. აღნიშნული ტელეარხებია - "იმედი", "რუსთავი 2", "მაესტრო", "GDS", "კომერდი არხი" და "მარაო".

ავტორიზებული პირები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად მიმართავენ წერილობით საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, რათა მათ მოიწვიონ სხდომა და მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება, რამდენად კანონშესაბამისია "მედია რაითის ჯორჯიას" მოთხოვნა ფასიან ტრანზიტზე. "შევიმუშავებთ საერთო მემორანდუმს, სადაც გათვალისწინებული იქნება ის თარიღი როდესაც ტელეარხების საპროტესტო გათიშვა მოხდება", - განმარტავენ საკაბელო ოპერატორების კავშირში. მათივე ინფორმაციით, ტელეარხების საპროტესტო გათიშვაზე მომხმარებელს კანონით დადგენილ ვადაში წინასწარ ეცნობება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×