(რეზონანსი) საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოში ბრიტანელი მომღერლის, ელტონ ჯონის კონცერტი გაიმართება. მომღერალი ქართული აუდიტორიის წინაშე, სავარაუდოდ, 16 სექტემბერს „Black Sea Arena"-ზე წარსდგება.
ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ელტონ ჯონის და მისი ბენდის კონცერტზე დასასწრებად ბილეთების შეძენა 25 ივნისიდან იქნება შესაძლებელი.გამოცემა „OK"-ის ინფორმაციით, ბილეთების ფასი 150 ლარიდან დაიწყება.
„გრემის" ჯილდოს ექვსგზის მფლობელი, ბრიტანელი მუსიკოსი, 2017 წლის ტურნეს ფარგლებში, საქართველოს პირველად ეწვევა. ელტონ ჯონი ქართველი მსმენელის წინაშე როგორც ცნობილ ჰიტებს, ასევე ბოლო სტუდიური ალბომის სიმღერებსაც შეასრულებს.