რეზონანსი
31.05.2017

 (რეზონანსი) სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც კოორდინებულ მუშაობას გულისხმობს.ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, კვების ობიექტებზე კონტროლი მკაცრდება. მთელი საქართველოს მასშტაბით, რესტორნები და ბარები განსაკუთრებით ტურისტებით დატვირთულ ადგილებში შემოწმდება.

დოკუმენტი ვიზიტორებისა და ადგილობრივი მომხმარებლების ინტერესებს დაიცავს. დამრღვევ ობიექტებს დაეკისრებათ ჯარიმები და სხვა სახის სანქციები. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში განთავსდება სურსათის ეროვნული სააგენტოს საკონტაქტო ინფორმაცია, რათა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელმა სააგენტოსთან დაკავშირება მარტივად შეძლოს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბოლო კვირის სახელმწიფო კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა. 211 ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო, 36 მეწარმე დააჯარიმეს. საწარმოო პროცესი კი 5 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×