რეზონანსი
31.05.2017

 (რეზონანსი) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი, ზურაბ ბუჩუკური შესაძლოა სხვა თანამდებობაზე დაინიშნოს.მისი თქმით, პატრიარქის დაცვის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე გაიმართა.

„ეს ჩვეული ფორმაა, დაცვის სამსახურს აქვს მუშაობის, გადამზადების და დასვენების პერიოდი. გთხოვთ, ამაზე აჟიოტაჟს ნუ ატეხავთ. არ მინდა, რომ ზურაბ ბუჩუკურს ჩრდილი მიადგეს. ის არის ძალიან კეთილსინდისიერი, სწორი გზა განვლო და უკვე გარკვეულ თანამდებობაზე მოიაზრება" , - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

პატრიარქის დაცვის უფროსად დანიშვნიდან სამ თვეში ზურაბ ბუჩუკური თანამდებობიდან გადააყენეს. ამ დროისთვის მისი შემცვლელის ვინაობა უცნობია.როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში აცხადებენ, ცვლილება ჩვეულებრივ, გეგმური როტაციის წესით მოხდა.

ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს,რომ ზურაბ ბუჩუკური მეუფე პეტრეს სულიერი შვილია, მაგრამ მისი თქმით, ბუჩუკურის განთავისუფლება ამას არ უკავშირდება.

„ყველა თანამშრომელმა იქ, სადაც მუშაობს კომფორტულად უნდა იგრძნოს თავი. ზურაბის დანიშვნა იქ არ იყო უკუნითი უკუნისამდე, ეს იყო გარკვეული პერიოდი" , - განაცხადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×