რეზონანსი
31.05.2017

 (რეზონანსი) კვლევითმა ორგანიზაციამ, „KPMG"-მა ევროპის ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბი დაასახელა. ეს ტიტული „მანჩესტერ იუნაიტედს" ერგო. ინგლისის საფეხბურთო კლუბის ღირებულება 3 მილიარდ ევროზე მეტია.

კვლევის მიხედვით, მეორე ადგილზე მადრიდის „რეალი", ხოლო მესამე ადგილზე კატალონიური „ბარსელონა" დგას.

მადრიდის „რეალის" ღირებულება 2.97 მილიარდი ევროა, „ბარსელონასი" კი 2.76 მილიარდი ევრო.

„KPMG"-მა ჯამში ევროპის 32 საფეხბურთო გუნდის სია შეადგინა და რეიტინგი ამ კლუბების ყოველწლიური შემოსავლების, პოპულარობის, სპორტული შედეგების, სტადიონების ფლობისა და პირდაპირი ეთერით ტრანსლაციის ღირებულებების მიხედვით შეადგინა. ეს მონაცემები 2014-2016 წლების პერიოდს მოიცავს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×