„რუსთავი 2"-ზე რეორგანიზაცია გამოცხადდა - არხზე კადრების და ხელფასების შემცირება იგეგმება. როგორც "რეზონანსს" არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა უთხრა, რეორგანიზაცია ფინანსების ოპტიმიზაციის კუთხით მიმდინარეობს.
„რეორგანიზაცია მიმდინარეობს ფინანსების ოპტიომიზაციის კუთხით. ფინანასური ოპტიმიზაცია გამოცხადდა გარკვეული სახსრების დაზოგვის კუთხით. ბუნებრივია, როდესაც ყადაღის პირობებში ვმუშაობთ გვაქვს პრობლემები, ამიტომ რესურსების ოპტიმიზაციას ვაკეთებთ", - გვითხრა უდუმაშვილმა.
ხოლო ჩვენს კითხვაზე ეს გამოიწვევს თუ არა თანამშრომლების შემცირებას და გადაცემების დახურვას, იგი გვპასუხობს:
"რაღაც შემცირებები გარკვეული განხორციელდება. ხოლო რა გადაცემებიც დაიხურა, უკავშირდება ამ ოპტიმიზაციას", - განუცხადა "რეზონანსს" უდუმაშვილმა.
ცნობისთვის არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბრძანებით, ხელფასი 10-20% -ით შეუმცირდებათ არხის და გადაცემების ხელმძღვანელ პირებს, ასევე რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდება კადრების შემცირება.
რეორგანიზაციის პროცესი დაგეგმილია საინფორმაციო სამსახურშიც, რომელიც პირველ ივნისს დაიწყება და აგვისტოში დასრულდება.
ასევე როგორც ცნობილია, არხზე უკვე დაიხურა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი". ამის შესახებ თავად გადაცემის წამყვანებმა აცნობეს მაყურებელს.