რეზონანსი
31.05.2017

 (რეზონანსი) რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ნაწილობრივ გაუქმების ბრძანება გასცა. პუტინმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა,რომ ოფიციალურ ანკარას 2010 წლის შეთანხმების ნაწილობრივ აღდგენის შესახებ შეატყობინოს.

როგორც „რია ნოვოსტი" წერს, პუტინმა მოხსნა შეზღუდვები თურქ მუშაკებზე, რომლებსაც რუსეთში დასაქმება შეუძლიათ. აღნიშნული გადაწყვეტილებები ძალაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა თუ თურქეთიც ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამს.

რუსეთში უვიზოდ ჩასვლის უფლებას თურქულ თვითმფრინავებში ეკიპაჟის წევრები და რუსეთში მოკლევადიანი სამსახურებრივი მივლინებით ჩასული მოქალაქეები მიიღებენ.

რუსეთის მთავრობამ თურქეთს სანქციები 2015 წელს, მას შემდეგ დაუწესა, რაც თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა სირიის საზღვართან რუსეთის ავაიგამანადგურებელი ჩამოაგდო. მაშინ თურქეთის მთავრობა ამბობდა, რომ რუსეთმა ქვეყნის საჰაერო სივრცე უკანონოდ დაარღვია.ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×