(რეზონანსი) თბილისის მერიასა და „კონსალტინგ გრუპს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა,რომელიც წლის ბოლომდე, თბილისში, 30 საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ საპირფარეშოები მსუბუქი კონსტრუქციის, ავტომატიზირებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი იყოს" , - განაცხადა მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ.
ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის სხვადასხვა რაიონში განთავსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული და ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით იქნება აღჭურვილი.
საზოგადოებრივი საპირფარეშოს გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე სპეციალური ბარათების, მაგალითად „მეტრომანის" საშუალებით.