რეზონანსი
31.05.2017

 (რეზონანსი) შსს ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ თამაშზე „ლურჯი ვეშაპი" განცხადებას ავრცელებს. თამაშის წესების მიხედვით, არასრულწლოვნები თვითდაზიანებებს იყენებენ და თვითმკვლელობითაც კი შეიძლება დაასრულონ სიცოცხლე.

შსს-ს ცნობით, აღნიშნული თამაში გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის დასასრულს, მოთამაშეს „კურატორი" აძლევს უკანასკნელ დავალებას, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მას თვითმკვლელობისკენ, რაც ხშირ შემთხვევაში, მოთამაშის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან ფატალური შედეგით სრულდება.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს და სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას გულისხმობს" , - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

28 მაისს, საქართველოში, 12 წლის გოგო ე. წ. კურატორის დავალებით მე-5 სართულიდან გადახტა. ის სხეულის მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში წევს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×