რეზონანსი
31.05.2017

 (რეზონანსი) შვეიცარიის სასამართლომ, ქვეყნის ისტორიაში პირველად, მოქალაქე „ფეისბუქის" ე.წ ლაიქის, იგივე მოწონების გამო დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი" ავრცელებს.

45 წლის ციურიხელმა ბრალდებულმა, რომლის ვინაობაც უცნობია, „მოიწონა" აქტივისტების კომენტარები, რომლებიც ცხოველთა უფლებადამცველს, ერვინ კესლერს ანტისემიტიზმსა და რასიზმში სდებდნენ ბრალს.

კომენტარების საპასუხოდ, კესლერმა სასამართლოში არამხოლოდ კომენტარების ავტორებს, არამედ მათაც უჩივლა, ვინც ეს კომენტარები „დაალაიქა". სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და „დამლაიქებელი" 4 ათასი შვეიცარული ფრანკით დააჯარიმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×