რეზონანსი
01.06.2017

 (რეზონანსი) განათლების მინისტრი ინტერნეტთამაშ „ლურჯი ვეშაპის" გავრცელებას ეხმაურება. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, თამაში რეალურად არ არსებობს, ბავშვების თვითდაზიანების წინააღმდეგ კი მთავრობა პრევენციულ ზომებს ატარებს.

„არანაირი თამაში არ არის, ეს არის ბავშვების თვითდაზიანება, რომლის პრევენციასაც ვაკეთებთ და დიდი თხოვნაა მედიასაშუალებებთან, რომ რეიტინგის დევნაში ნუ დაღუპავთ ბავშვებს" , - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით,სამინისტრო ამ კუთხით რაიმე სახის კამპანიას არ აპირებს, რადგან უკუშედეგი და თემის პოპულარიზაცია არ მოხდეს.

„მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ ამ საკითხზე მინიმალურად მოხდეს საუბარი, იმიტომ რომ შეიძლება ამ თემის პოპულარიზაცია. სამართალდამცველებთან ერთად ყველა შემთხვევას ვიძიებთ და რაც ნაკლები გაშუქება იქნება, მით უფრო დავიცავთ ბავშვების ინტერესებს. თვითდაზიანების ფაქტები სულ ხდება, ხან ერთი მიზეზით, ხან - მეორე. ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას" , - განაცხადა მინისტრმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×