რეზონანსი
01.06.2017

 (რეზონანსი) თურქეთში ავიაკატასტროფას 13 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ერაყის საზღვართან ახლოს, შირნაქის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Express"-ი ავრცელებს.

სამხედრო ვერტმფრენი აფრენიდან სამ წუთში, ქალაქ ულუდერთან ჩამოვარდა. ბორტზე სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ.

უცხოური მედიის ცნობით, ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. გადარჩენილების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. პირველადი ვერსიით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, საფრენი აპარატის გაუმართაობა იყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×