რეზონანსი
01.06.2017

 (რეზონანსი) ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ, რაშიდ კანჯიოღლისთვის ბრალის მოხსნას ეხმაურება.

„ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის და საგამოძიებო მასალების ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე გადაცემის შემდეგ, მართლმსაჯულების აღუსრულებლობა დიდი იმედგაცრუება იყო" , - წერს სადამკვირვებლო მისია გალის შეხვედრასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა და ის ე.წ შინა პატიმრობაში აღარ არის. ქართული მხარე ოკუპირებული აფხაზეთის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხს საერთაშორისო შეხვედრებზე კიდევ დააყენებს.

რაშიდ კანჯიოღლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 14-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და საქართველოს მოთხოვნით, წითელი ცირკულარით იძებნება.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა რაშიდ კანჯიოღლიმ მოკლა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×