რეზონანსი
01.06.2017

 (რეზონანსი) რაჭაში მეწყერი ჩამოწვა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხლის ტერიტორიაზე, მდინარე რიონის შენაკადის მარჯვენა ფერდობზე, მეწყრულმა პროცესებმა სოფლის ტერიტორიის დაახლოებით 10 ჰექტარი მიწის ფართობი მოიცვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სტიქიის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა შიდა საუბნო მისასვლელი გზები, ელექტროგადამცემი ხაზები და წყალმომარაგების სისტემა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ადგილზე სიტუაცია ოპერატიულად შეაფასეს და რეკომენდაციები შეიმუშავეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×