რეზონანსი
01.06.2017

 (რეზონანსი) საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება აღმოჩნდა. ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.

ომბუდსმენის თქმით, აღმოჩნდა, რომ საქართველოში შეძენილი სათამაშოების უმრავლესობა ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებას „D-2-Etilhexilftalat"-ს შეიცავს. ამ ნივთიერების შემცველი სათამაშოები ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია.

უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა სათამაშოების უსაფრთხოებას ვერ აკონტროლებს. მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად, სახალხო დამცველის აპარატი საინფორმაციო კამპანია „უსაფრთხო სათამაშო"-ს დაიწყებს.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, კამპანიის ფარგლებში გაიმართება ღონისძიებები მოქალაქეებში ცნობიერების ასამაღლებლად.კამპანიის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ ბიზნესსექტორის პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×