(რეზონანსი) სატირულმა ჟურნალმა „Charlie Hebdo"-მ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრას კარიკატურა მიუძღვნა, სადაც ემანუელ მაკრონი ძაღლის ლეკვის თავით არის წარმოდგენილი. კარიკატურას ვებგვერდი „charliehebdo.fr" ავრცელებს.
კარიკატურა სათაურით „მაკრონმა პუტინი მიიღო" ჟურნალის ბოლო ნომერში გამოქვეყნდა. სურათზე პუტინს ხელზე პატარა ლეკვი კბენს, რომელსაც მაკრონის თავი აქვს მიხატული. კარიკატურის მინაწერის მიხედვით, პუტინი მაკრონს ეუბნება: „იწექი ადგილზე".
ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა ვერსალის სასახლეში 29 მაისს გაიმართა. მაკრონის გაპრეზიდენტების შემდეგ, ეს საფრანგეთში პუტინის პირველი ვიზიტი იყო.
დიდი შვიდეულის სამიტზე, რომელიც სიცილიაზე რამდენიმე დღის წინ გაიმართა, მაკრონმა განაცხადა:
„რუსეთთან ლაპარაკი აუცილებელია იმიტომ, რომ არსებობს მთელი რიგი საერთაშორისო საკითხებისა, რომლებიც რუსეთთან მკაცრი დიალოგის გარეშე არ მოგვარდება" , - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.